ეკონომიკა

მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $2.3 მილიარდით შემცირდა

ბიზნესგარემო და ინვესტიციები ქართულ ბაზარზე
SalFalko / Meritus Media

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყოველთვიური მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის დოკუმენტი გამოაქვეყნა. 

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 94,3%-ით შემცირდა. გასულ თვეში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან მხოლოდ 15.2 მილიონი დოლარი მიიღო. შედარებისთვის, წინა წლის ოქტომბერში იგივე მაჩვენებელი 266 მილიონ დოლარს აღემატებოდა. 

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის შემცირება თებერვლიდან დაიწყო და, ცხადია, თითქმის სრულად შეწყდა ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვასთან ერთად. 

მთავრობის დაპირების მიუხედავად, რომ ქვეყნის საზღვრები პირველი ივლისიდან გაიხსნებოდა, დღემდე ქვეყანა პრაქტიკულად თითქმის სრულადაა ჩაკეტილი, რაც, ცხადია, გამანადგურებელ გავლენას ახდენს ტურისტულ ინდუსტრიაზე. 

სულ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 512 მილიონ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველომ ტურიზმიდან 2,8 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო. ამგვარად, მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2.3 მილიარდი დოლარით არის შემცირებული. 

ტურისტული სექტორიდან მიღებული შემოსავლები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2019 წლის, იანვარი – $164,5 მლნ;  2020 წელი – $193,4 მლნ;
  • 2019 წლის თებერვალი – $169,2 მლ 2020 წელი – $160.5 მლნ;
  • 2019 წლის მარტი – $244,7 მლნ;    2020 წელი – $73,8 მლნ;
  • 2019 წლის აპრილი – $267,2 მლნ;   2020 წელი – $8.5 მლნ; 
  • 2019 წლის მაისი – $270,4 მლნ;      2020 წელი – $9,1 მლნ;
  • 2019 წლის ივნისი – $340 მლნ;      2020 წელი – $11.2 მლნ;
  • 2019 წლის ივლისი – $395,4 მლნ;   2020 წელი – $12,1 მლნ;
  • 2019 წლის აგვისტო – $412,8 მლნ;  2020 წელი – $14.8 მლნ;
  • 2019 წლის სექტემბერი – $318,6 მლნ; 2020 წელი – $15,7 მლნ;
  • 2019 წლის ოქტომბერი – $266,8 მლნ; 2020 – $15.2

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, საერთაშორისო ფულად გზავნილებთან ერთად საქართველოს ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობამ, ასევე, რეკორდული 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომენტარები