კორონავირუსი საქართველოში

740 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 332 – მართვით სუნთქვაზეა

ახალი კორონავირუსის 16 219 აქტიური შემთხვევიდან 740 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 378 თბილისში მკურნალობს, 115 – იმერეთში, ხოლო 137 – აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 332 ინფიცირებული იმყოფება, 132 – თბილისში, 117 – აჭარაში.

საავადმყოფოებში სულ 5 662 ადამიანი მკურნალობს, 3 351 ინფიცირებული კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 7 206 – ბინაზე.

17 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 85 952 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, 778 კი გარდაიცვალა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები