ქართული ოცნება

კობახიძე: ვმუშაობთ სამართლებრივ მექანიზმზე სააკაშვილის პოლიტიკისგან ჩამოსაშორებლად

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკისგან დისტანცირებას, ამასთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული იდეები და მოსაზრებები და მეათე მოწვევის პარლამენტს ამის რეალიზება შეუძლია, თუმცა, დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. საუბარია სამართლებრივ მექანიზმებზე – რა და როგორ, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. სამართლებრივ ჩარჩოში ამის გაკეთება არის შესაძლებელი. ეს იდეა არის დამუშავების ეტაპზე.

ქართული დემოკრატიის ამოცანა არის, რომ მიხეილ სააკაშვილისნაირი ფიგურები ჩამოშორდნენ ქართულ პოლიტიკას...

ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები