არჩევნები 2020

სუბარი: კონკურენტი რომ არ მყავს მეორე ტურში, ეს უხერხულობას ოპოზიციას უნდა უქმნიდეს

მე მგონი, უხერხულობას უნდა უქმნიდეს იმ ადამიანებს, რომლებმაც მოატყუეს და გადააგდეს თავიანთი ამომრჩევლები. ადამიანებს ხმა მისცა საკმაო რაოდენობის ადამიანებმა, მათ ისინი მოატყუეს და მათ უნდა რცხვენოდეთ ამის. ძალიან მაინტერესებს, როგორ ჩახედავენ მათ თვალებში შემდეგ არჩევნებში და როგორ ეტყვიან, მოგვეცით ხმაო, როდესაც არ სცემენ პატივს მათ ნებას...

სამგორში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოზარ სუბარი ასე პასუხობს რუსთავი 2-ის წამყვანების შეკითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ მეორე ტურში ის კონკურენტის გარეშე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვინაიდან ოპოზიციურმა პარტიებმა მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რადგან არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

კომენტარები