არჩევნები 2020

კალაძე მელიაზე: პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრი

განცხადებას რაც შეეხება, სამარცხვინოს ვუწოდებდი, კონკრეტული კრიმინალის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, პოლიტიკური ავანტიურისტის პირადი მოხმარების პარტიის უუფლებო წევრი, რომელიც აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებას არის მხოლოდ და მხოლოდ სამარცხვინო, რასაც ისინი აკეთებდნენ, წარმოუდგენიათ და შეუძლიათ გააკეთონ, მათ ჰგონიათ, რომ იგივე სხვა რაღაცის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ. ეს განცხადებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არის სამარცხვინო...

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას. ნიკა მელიას დღეს თქვა, რომ გლდანში მისი ოფისის გადაწვა კობიაშვილ-კალაძესთან დაახლოებული კანონიერი ქურდის დავალებით სცადეს.

კომენტარები