აშშ-ჩინეთი

პომპეოს სიტყვების შემდეგ, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილი არ ყოფილა, პეკინი იმუქრება

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილი არ ყოფილა, ჩინეთი დაიმუქრა, რომ ნებისმიერ ნაბიჯზე, რაც ჩინეთის ძირითად ინტერესებს ძირს უთხრის, საწინააღმდეგო ნაბიჯს გადადგამს. 

12 ნოემბერს მაიკ პომპეომ ინტერვიუში თქვა, რომ "ტაივანი ჩინეთის ნაწილი არ ყოფილა... ეს ცნეს იმ მუშაობით, რაც რეიგანის ადმინისტრაციამ გასწია, რათა გავრცელებულიყო პოლიტიკა, რასაც აშშ უკვე სამ-ნახევარი ათწლეულის განმავლობაში პატივს სცემს".

მან თქვა, რომ ტაივანისადმი აშშ-ს მხარდაჭერა ორპარტიულია და მან შეაქო ტაივანი, როგორც "დემოკრატიის მოდელი".

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენპინმა თქვა, რომ ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და პომპეო ჩინურ-ამერიკულ ურთიერთობებს მეტად აზიანებს. 

ჩინეთის სახელით მან პომპეოს განუცხადა, რომ ნებისმიერ საქციელს, რაც ჩინეთის ძირითად ინტერესებს ძირს უთხრის და ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევაა, ჩინეთი "მტკიცე კონტრშეტევით შეხვდება". 

ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ტაივანითვის იარაღს ყიდიან, ჩინეთმა სანქციები უკვე დაუწესა. 

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, იოანე ოუმ, პომპეოს მხარდაჭერისთვის მადლობა გაუხდა. 

"ტაივანი არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა და ის არ არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი. ეს არის ფაქტი და ამჟამინდელი მდგომარეობა". - თქვა მან. 

მომავალ კვირას, ტაივანის ოფიციალური პირები ვაშინგტონში გაემგზავრებიან, რათა მოლაპარაკებები გამართონ ეკონომიკურ საკითხებზე. პეკინის რისხვა ამ ნაბიჯმაც გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ კომუნისტური ჩინეთი დემოკრატიულ ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს კუნძულს ნებით ან ძალით შეიერთებს.

ბოლო თვეებში აშშ-სა და ჩინეთს შორს ახალი კორონავირუსის პანდემიიდან დაწყებული, არაერთი დაკითხვის გამო დაიძაბა ურთიერთობები, თუმცა, ბოლო პერიოდიში განსაკუთრებით ტაივანის საკითხის გამო. ბოლო თვეებია, ვაშინგტონი დემოკრატიულ ტაივანში აგზავნის თავის ოფიციალურ წარმომადგენლებს, კავშირებს აღრმავებს და სამხედრო თვალსაზრისით მეტად ეხმარება. რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონმა ტაივანისთვის მისაყიდი 1.8 მილიარდი ღირებულების შეიარაღების სისტემა დაამტკიცა.

ჩინეთმა, რომელიც ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და ამბობს, რომ ადრე თუ გვიან კუნძულს ნებით ან ძალით აიღებს, ტაივანზე გაზარდა წნეხი – ბოლო პერიოდში ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავებმა არაერთხელ გადაკვეთეს ტაივანის სრუტის შუა ხაზი.

ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ტაბულას სტატიაში - "ტაივანი - ჩინეთის შემდეგი სამიზნე?"

კომენტარები