აშშ-საქართველო

აშშ: პომპეო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებას მოუსმენს

მაიკ პომპეო
Newsweek

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დაწყებამდე ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა ვიზიტის დეტალებსა და გეგმებზე ისაუბრეს. მათი ცნობით, მაიკ პომპეო საქართველოში ვიზიტისას აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდება. 

"სახელწიფო მდივანი საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოების შეხვდება და მათ შეხედულებებს მოისმენს კანონის უზენაესობაზე, მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, რომელიც არსებითი ნაწილია ქართულ დემოკრატიაში დავების თავისუფლად გადაწყვეტის, ადამიანის და ეკონომიკური უფლებების საკითხებში". – თქვა ოფიციალურმა პირმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 17-18 ნოემბერს ჩამოვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს.

ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლისას მდუმარე აქციას გამართავს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციაზე არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები და მთავარი მესიჯი იქნება, რომ არჩევნები გაყალბებულია. 

კომენტარები