ამერიკელმა მომღერალმა ბილი აილიშმა ახალი სინგლი Therefore I Am გამოუშვა. სიმღერისთვის გადაღებულმა ვიდეოკლიპმა 11 საათში 7 მილიონი ნახვა მოაგროვა.
აილიშმა ბოლო პერიოდში მესამე სინგლი გამოუშვა. პირველი My Future, შემდეგ კი ჯეიმს ბონდის საუნდტრეკი No Time To Die იყო. მომღერალი ახალი ალბომის ჩაწერისთვის ემზადება.