ბილი აილიში

ბილი აილიშმა ახალი სიმღერა MY FUTURE გამოუშვა

ამერიკელმა მომღერალმა ბილი აილიშმა ახალი სინგლი My Future გამოუშვა.

ანიმაციურ კლიპში მომღერალი ფსიქოდელიურ სამყაროში მოგზაურობს. My Future რიგით მესამე სიმღერაა, რომელიც აილიშმა სადებიუტო ალბომის When We All Fall Asleep, Where Do We Go?-ის შემდეგ გამოუშვა.

კორონავირუსის ეპიდემიის დროს აილიშმა ძმასთან, ფინეასთან ერთად ონლაინ კონცერტი გამართა. 

კომენტარები