ლოს-ანჯელესის სასამართლომ 24 წლის პრენელ რუსოს მომღერალ ბილი აილიშთან და მისი ოჯახის წევრებთან მიახლოება აუკრძალა. თაყვანისმცემელმა 200-ფუტიანი დისტანცია უნდა დაიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ციხე ემუქრება.
რამდენიმე დღის წინ აილიშმა ადმინისტრაციულ სასამართლოს წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნა, რომ უცნობი კაცი ერთი კვირის განმავლობაში მისი მშობლების სახლთან იდგა, გარდა ამისა, რუსო პერიოდულად საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და რამდენჯერმე შემოსასვლელი კარის გაღებაც სცადა.
ამ დროისთვის თინეიჯერი მომღერალი ლოს-ანჯელესში, მშობლების სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო აილიშის საკონცერტო ტური გადაიდო.