ის ნაწილი მოსახლეობის, რომელსაც არ სჯერა ან უბრალოდ ადრენალინი უნდა, რომ უბრალოდ გარისკოს, არ გაიკეთოს პირბადე, წავიდეს ხალმხრავალ შეკრებაზე და სხვა... ვაფრთხილებ ამ კატეგორიას, მივმართავ თხოვნით, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც უშვებს საზოგადოების ნაწილი ჩვენთან.
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მინახავს ამ კატეგორიის ადამიანებიდან, რომელსაც მას შემდეგ, რაც დაემართა კოვიდი ამ თავისი არასწორი ქმედებების და რეგულაციების არშესრულების გამო, სულ სხვანაირად ლაპარაკობენ, როდესაც ჩვენთან მოხვდებიან, იხვეწებიან, გადაგვარჩინეთო, ნუ გახდით საქმეს ისე, რომ საქმე ეხებოდეს თქვენს გადარჩენას...





