კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: იტალიას ინფიცირებით გადავასწარით, მაგრამ სიკვდილობის პროცენტი 5-ჯერ დაბალი გვაქვს

დიახ, არის განგაშის სიგნალი [იტალიას მილიონ მოსახლეზე ინფიცირების] რაოდენობით რომ გადავასწარით, მაგრამ მინდა ერთი რამე გითხრათ, - ცოტა დადებითიც ხომ უნდა ითქვას  - იგივე იტალიასთან შედარებით, ჩვენთან კორონავირუსით დადასტურებულ ავადმყოფებიდან სიკვდილობის პროცენტი არის ხუთჯერ ნაკლები, ვიდრე იტალიაში.

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. მილიონ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილზეა. ხოლო იტალია 49-ეზე. რაც შეეხება მილიონ მოსახლეზე სიკვდილობის მაჩვენებელს, საქართველო 74-ე ადგილს იკავებს, იტალია - მე-14-ს.

კომენტარები