ეკონომიკა

მაჭავარიანი: ცნობები ვაქცინაზე იმედს გვაძლევს, რომ ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 5%-ს დაუბრუნდება

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, პროგნოზები COVID-19-ის ვაქცინის შესახებ იმედისმომცემია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის 4.3%-იანი პროგნოზი ხელახლა 5%-იანს დაუბრუნდება.

"იცით, რომ დამაიმედებელი ინფორმაცია მოდის ყოველდღიურად ვაქცინის შესახებ. ეს იმედს გვაძლევს, რომ 4.3%-იანი პროგნოზი ხელახლა დაუბრუნდება 5%-იანს. 

თუმცა ბიუჯეტი მაინც 4.3%-იანი პროგნოზით დაიგეგმება". – თქვა მაჭავარიანმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5% უნდა ყოფილიყო, თუმცა ერთი თვის შემდეგ, IMF-ის პროგნოზი 4.3%-მდე შემცირდა.

აშშ-ს ფარმაცევტულმა გიგანტმა, პფაიზერმა და გერმანული ბიოტექნოლოგიების კომპანია BioNTech-ის წარმომადგენლებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ მათი კვლევების თანახმად, კორონავირუსის ვაქცინის ერთ-ერთი კანდიდატი 90%-ით ეფექტიანია COVID-19-ის პრევენციაში.

კომენტარები