კორონავირუსი საქართველოში

ზუგდიდის მერს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

გიორგი შენგელია
ქართული ოცნება

ზუგდიდის მერს, გეგა შენგელიას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც შენგელია Facebook-ზე წერს, თვითიზოლაციაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. 

"ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა, გუშინ, სიმპტომების დაწყებისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის თავს კარგად ვგრძნობ და ვმკურნალობ სახლში, მუშაობას კი ვაგრძელებ განსხვავებულ რეჟიმში - დისტანციურად. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!". – წერს შენგელია. 

კომენტარები