სომხეთი

ერევანში მთიანი ყარაბაღის შეთანხმების საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს

Дмитрий Ловецкий / AP / Scanpix / LETA

ერევანში მთიანი ყარაბაღის შეთანხმების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე სომხეთის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრა. აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის, გადადგომას ითხოვენ და მთიანი ყარაბაღის შეთანხმებას "მოღალატეობრივს" უწოდებენ.

ჩვიდმეტმა პოლიტიკურმა პარტიამ ფაშინინაის გადადგომის მოთხოვნით აქციის ჩატარების გეგმის შესახებ სამშაბათს გაავრცელა ინფორმაცია. დაპატიმრებულებს შორის იყო გაგიკ ცარუკიანი, ოპოზიციური პარტიის, წარმატებული სომხეთის პარტიის, ლიდერი.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში კონფლიქტის გამწვავების გამო სომხეთში გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობის ფარგლებში საპროტესტო აქციების გამართვა აკრძალულია.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო. შეთანხმებით კმაყოფილია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც ამას ბრწყინვალე გამარჯვებასა და სომხეთის კაპიტულაციას უწოდებს.

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები