ხაშური

შსს: არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის გამო 54 წლის კაცი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო/კადრი ვიდეოდან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის გამო ხაშურში 54 წლის კაცი - 1966 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, წინასწარი შეცნობით, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა". – წერია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები