სომხეთი

ერევანში ძალაუფლების ხელში ჩაგდების ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს

Ваграм Багдасарян / Photolure / Reuters / Scanpix / LETA

სომხეთის დედაქალაქში 10 ნოემბრის ღამის არეულობის შემდეგ 6 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ედუარდ აგაჯანიანმა Facebook-ით გაავრცელა.

დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და კონსტიტუციური წყობის დამხობისკენ წამაქეზებელი მოწოდებების გაკეთებაში. აგაჯანოვის თანახმად, დაკავებულებს შორის ორი ადამიანი პარლამენტის სპიკერზე, არარატ მირზოიანზე, თავდასხმის თანამონაწილეები არიან.

10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო. შეთანხმებით კმაყოფილია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც ამას ბრწყინვალე გამარჯვებასა და სომხეთის კაპიტულაციას უწოდებს.

10 ნოემბრის ღამეს სომხეთში მომიტინგეები პარლამენტში შეიჭრნენ და შენობა დაიკავესმომიტინგეთა ნაწილი პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს, დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებული ინფორმაციით, მირზოიანი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და სცემეს. მის ადგილმდებარეობასა და მდგომარეობაზე ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

ყველაფერი, რაც მთიანი ყარაბაღის საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ ვიცით შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები