კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 130 დადასტურდა, აჭარაში – 653, იმერეთში – 463

armradio.am

კორონავირუსით ინფიცირების 2 970 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 130 დადასტურდა, აჭარაში - 653, იმერეთში კი - 463. 

ქვემო ქართლში COVID-19-ით ინფიცირების 90 შემთხვევა აღირიცხა, შიდა ქართლში - 105, გურიაში - 67, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 202, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 93, სამცხე-ჯავახეთში - 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 24.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 22 პაციენტიდან თბილისში 11 მკურნალობდა, აჭარაში -4, იმერეთში - 6, ხოლო ქვემო ქართლში - 1.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 970 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი.

10 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 63 650 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 47 390 გამოჯანმრთელდა, 521 კი გარდაიცვალა. 

საქართველოში COVID-19-ის 15 713 აქტიური შემთხვევაა. მათგან 656 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 265 პაციენტია. კოვიდ-სასტუმროში 3 066 ადამიანია, 7 938 კი ბინაზე მკურნალობს.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

კომენტარები