კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 970 ახალი შემთხვევა

DW

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 970 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი.

10 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 63 650 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 47 390 გამოჯანმრთელდა, 521 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

კომენტარები