ხანძარი

საგანგებო: დადიანის ქუჩაზე, ყოფილი სპორტკომპლექსის შენობის გარე პერიმეტრზე ხანძარია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-10 საჯარო სკოლის მიმდებარედ, ოთხსართულიანი ყოფილი სპორტკომპლექსის შენობის გარე პერიმეტრზე ხის ქვეშსაგებები იწვის, ხოლო შენობის პირველ სართულზე ცეცხლი დასაწყობებულ სუნამოებსა და ტანსაცმელს უკიდია. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა. 

"დაშავებული არავინ არის. ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო მანქანა". – ამბობენ უწყებაში. 

კომენტარები