კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: რამდენჯერმე ვთქვი, გამოხატვის უფლებაზე მაღალი უფლება ჯანმრთელობის უფლებაა

რამდენჯერმე განვაცხადე, გამოხატვის თავისუფლება არის ადამიანის უფლებათა შორის ერთ-ერთი უპირველესი, მაგრამ გამოხატვის უფლებაზე უფრო მაღალი უფლება არის ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება.

ამიტომ, ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ და არ აუკრძალავს ადამიანს, გამოხატოს თავისი მოსაზრება, როგორი მიუღებელიც ის შეიძლება იყოს, მაგრამ ამასთან ერთად, დაცული უნდა იქნეს ის ყველა პრევენციული ღონისძიება, რაზეც ვსაუბრობთ.

ჩვენ ვცხოვრობთ პანდემიის პერიოდში. ასეთი დიდი თავშეყრები და რაც მთავარია, შემდგომ უკვე უმართავი, დაუცველი პროცესები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ინფიცირების რაოდენობის გაზრდას ქვეყანაში, ამას დავინახავთ 5-7 დღის შემდეგ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საპროტესტო აქციებზე. აღსანიშნავია, რომ 8 ნოემბერს გამყრელიძემ კითხვას, არის თუ არა საფრთხის შემცველი მოქალაქეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენება ნოემბრის ასეთ ცივ ამინდში, არ უპასუხა და თქვა, რომ "პოლიტიკურ კომენტარებს" არ აკეთებს. კითხვაზე, წყლის ჭავლის გამოყენება არ შეუქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას დამატებით საფრთხეს? - ამირან გამყრელიძემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს პოლიტიკური კითხვაა.

კომენტარები