ახალი კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 2 927 შემთხვევიდან 1 033 თბილისში დადასტურდა, 782 – იმერეთში, 411 – აჭარაში

Shannon Stapleton/Reuters

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 927 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 1 033 – თბილისში , 782 – იმერეთი, 411 – აჭარაში. რაც შეეხება სხვა რეგიონებს:

  • ქვემო ქართლში – 130
  • შიდა ქართლში – 74
  • გურიაში – 53
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში – 150
  • კახეთში – 133
  • მცხეთა-მთიანეთში – 79
  • სამცხე-ჯავახეთში – 59
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 2 470 პირი, ხოლო 24 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის, თბილისში – 13 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 4, შიდა ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. ქვეყანაში ჯამში COVID 19-ის დიაგნოზით 499 პაციენტი გარდაიცვალა.

9 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში 15 113 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 60 680 პირი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით, მათგან 45 042 გამოჯანმრთელდა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

დღეიდან კი 22:00სთ-დან 05:00სთ-მდე გადაადგილება იზღუდება, როგორც ქვეითთათვის ასევე სატრანსპორტო საშუალებებით.

კომენტარები