არჩევნები 2020

კობახიძე: მამა ბასილმა ჭავჭავაძის დაბადების დღე აღნიშნა, ჩახეთქა და მანიფესტანტებს ეკაჩავა

"მამა ბასილმა ჭავჭავაძის დაბადების დღე აღნიშნა, ჩახეთქა და მანიფესტანტებს ეკაჩავა." - წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე Facebook-ზე. დეკანოზმა ბასილ ჟორჟიკაშვილმა აქტივისტებს, რომლებიც ცესკოს შენობასთან მიდიოდნენ, ბრბო და პროვოკატორები უწოდა.

"მაღალღირსი დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი თბილისის წმინდა ილია მართლის ჭავჭავაძის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარედ რომაა. დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა და აღნიშნა მამაომ, ჰოდა კარგადაც ჩახეთქა მისმა მაღალღირსებამ. ჩახეთქა და გააპათოლოგა, მანქანიდან გადმოუხტა მანიფესტანტებს, ეკაჩავა, გალანძღა, საპატრიარქოს პროპაგანდის გენერალური ხაზიც ვერ დაავიწყა ჩახეთქილმა და გამართულად ეძახა ხალხს გარეჯის გამყიდველები. შემდეგ სახლში დაბრუნდა და ძილად მისვლის ლოცვები სთქვა: ''მომეც მე, უფალო, ღამესა ამას შინა ძილად მისვლა მშვიდობით, რათა აღვდგე მდაბლისა ჩემისა სარეცელისაგან, სათნო-ვეყო წმიდასა სახელსა შენსა... შემინდევ მე უღირსსა მონასა შენსა...გინა შვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბი''. შემდეგ კარგად დააბოყინა და კმაყოფილმა, სუფთა სინდისით ხვრინვა ამოუშვა. 

ეს მამა ბასილი არის ჩვენი მღვდლების საშუალო სტატისტიკური სახე. მე იმედი მაქვს, რომ ხვალ უფრო ნაკლები მრევლი ეტყვის, საღოლ მამაო, ეს რა მაგრად ივაჟკაცეო (უკვე ეუბნებიან ახლაც), ვიდრე, ვთქვათ, შარშან ეტყოდა." - წერს კობახიძე. 

კომენტარები