აშშ-ს არჩევნები 2020

ბაიდენი: ვფიცავ, ვიქნები პრეზიდენტი, რომლის მიზანიც არა დაყოფა, არამედ ერთიანობაა

"ვფიცავ, ვიქნები პრეზიდენტი, რომლის მიზანიც არა დაყოფა, არამედ ერთიანობაა. ვინც არ ხედავს წითელ და ლურჯ შტატებს, არამედ ამერიკის გაერთიანებულ შტატებს". – თქვა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ბაიდენის თქმით, ის აპირებს შრომას თავდაუზოგავად, რადგან მოიპოვოს ყველა ადამიანის ნდობა. დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიაში პრეზიდენტად არჩევისთვის საკმარისი ხმები დააგროვა. საარჩევნო კოლეგიის წევრები მომავალ თვეს შეიკრიბებიან და პრეზიდენტს ოფიციალურად აირჩევენ.

მიუხედავად იმისა, რომ საკმარის შტატებში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, დონალდ ტრამპი ტვიტერზე წერს, რომ არჩევნებში ის დიდი სხვაობით იმარჯვებს.

ამავე თემაზე: 

კომენტარები