აშშ-ს არჩევნები 2020

ბაიდენმა პენსილვანიაში გაიმარჯვა და საარჩევნო კოლეგიაში პრეზიდენტობისთვის საჭირო ხმები აქვს

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი

დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა. პენსილვანიაში დათვლილია ხმების 99%, ბაიდენს 49.7% აქვს და ტრამპს 34 458 ხმით უსწრებს.

ამით მან აშშ-ს საარჩევნო კოლეგიაში პრეზიდენტად არჩევისთვის საკმარისი ხმები დააგროვა. ჯამში ამჟამად ბაიდენს 273 ხმა აქვს, პრეზიდენტად არჩევისთვის კი 270 ხმა არის საჭირო. ბაიდენი ასევე ლიდერობს ნევადის, არიზონისა და ჯორჯიის შტატებშიც, სადაც ხმების დათვლა ჯერ არ დასრულებულა.

საარჩევნო კოლეგიის წევრები მომავალ თვეს შეიკრიბებიან და პრეზიდენტს ოფიციალურად აირჩევენ.

მიუხედავად იმისა, რომ საკმარის შტატებში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, დონალდ ტრამპი ტვიტერზე წერს, რომ არჩევნებში ის დიდი სხვაობით იმარჯვებს.

განახლებადი შედეგები ნახეთ აქ.

ამავე თემაზე:

კომენტარები