კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევიდან 1 044 თბილისში დადასტურდა, 526 – იმერეთში, 503 – აჭარაში

CDC/Science Photo Library

დღეს, 6 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევიდან 1 044 თბილისში დადასტურდა, 526 იმერეთში, 503 კი - აჭარაში. 

ქვემო ქართლში COVID-19-ის 207 ახალი შემთხვევაა, შიდა ქართლში - 177, გურიაში - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 117, კახეთში - 36, მცხეთა-მთიანეთში - 43, სამცხე-ჯავახეთში - 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 8.  

ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 22 პაციენტიდან თბილისში მკურნალობდა 8, აჭარაში - 6, იმერეთში - 7, ხოლო ქვემო ქართლში - 1.  

6 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 14 525 აქტიური შემთხვევაა. 

4 618 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 279, აჭარაში - 734. 619 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 268 სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. 

კოვიდ-სასტუმროში 2 438 ადამიანია, 7 469 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეში 3 094 პირია, თვითიზოლაციაში - 31 370.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

კომენტარები