არჩევნები 2020

პრეზიდენტი: საოლქო კომისიებთან აქციები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას

საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, რაც მშვიდ გარემოს საჭიროებს იმისთვის, რომ დაცულ იქნეს თითოეული ამომრჩევლის ხმა.

ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისა და სახელმწიფო ინსტიუტების პატივისცემისკენ. ასევე მოგიწოდებთ, მკაცრად დაიცვათ ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის არის აუცილებელი.

ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის, მათი ლიდერებისა და აქციის თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობა...

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგების გამო საოლქო საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე აქციებზე განცხადებას ავრცელებს.

კომენტარები