აშშ-ს არჩევნები 2020

ABC News-მა აშშ-ს ჯორჯიის შტატში არჩევნებზე საუბრისას შეცდომით საქართველოს კადრები აჩვენა

ABC News / Youtube

ტელეარხმა ABC News-მა აშშ-ს ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლაზე საუბრისას შეცდომით თბილისის საარჩევნო უბნის კადრები აჩვენა.

აშშ-ს რამდენიმე შტატში კვლავ გრძელდება ხმების დათვლა. მათ შორისაა ჯორჯიაც.

ბოლო მონაცემებით, ლიდერობს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მიჩიგანის შტატის მოგების შემდეგ მას გამარჯვებამდე მხოლოდ ორი შტატის, არიზონას და ნევადას მოგება აშორებს.

დონალდ ტრამპის გუნდში ამბობენ, რომ რამდენიმე შტატში, მათ შორის ვისკონსინსა და მიჩიგანში ხმების გადათვლას მოითხოვენ.

განახლებადი შედეგები ნახეთ აქ.

ამავე თემაზე:

კომენტარები