ეკონომიკა

ოქტომბერში ინფლაციის მაჩვენებელმა 3.8% შეადგინა

Reuters

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8% შეადგინა, წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონე საქართველოში 0.8%-ია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.0%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ფასები გაიზარდა 0.9%-ით
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - ფასები გაიზარდა 5.4%-ით
  • ჯანმრთელობის დაცვა - ფასები გაიზარდა 1.2%-ით
  • ტრანსპორტის ჯგუფი - ფასები გაიზარდა 0.8%-ით

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ფასების ცვლილებამ გავლენა მოახდინა შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - ფასები გაიზარდა 5.5%-ით
  • ჯანმრთელობის დაცვა - ფასები გაიზარდა 9.0%-ით
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - ფასები გაიზარდა 9.0%-ით 
  • ტრანსპორტი - ფასები შემცირდა 6.0%-ით

კომენტარები