კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პანდემია კარგა ხანს არ გაჩერდება, გვექნება შემთხვევების ზრდა

პანდემია არ ჩერდება და კიდევ კარგა ხანს არ გაჩერდება. ჩვენ გვექნება შემთხვევების ზრდა. ამიტომ, ეს შემთხვევები უნდა იმართოს. იმართოს ჯანდაცვის სექტორის და ჩვენ მიერ. 

საავადმყოფოში დაწოლა სჭირდება მხოლოდ იმ ადამიანებს, სადაც ამას განსაზღვრავს ოჯახის ექიმი ან სასწრაფოს ექიმი. ზოგადად, ჰოსპიტალურ მკურნალობას საჭიროებს, დაახლოებით, ინფიცირებულთა 15-20%. ზოგიერთ ქვეყანას ეს აქვს 10%-ის ფარგლებში. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს საავადმყოფოებზე დატვირთვა...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. 4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 კი გარდაიცვალა.

კომენტარები