საქართველოში COVID-19-ის 2 295 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 19 ადამიანი

DW

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 295 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 19 და გამოჯანმრთელდა 2 537 ადამიანი. 

4 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 31 170 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 381 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

კომენტარები