კორონავირუსი საქართველოში

ცქიტიშვილი: პრემიერს ბატონ ბიძინასთან შეხება არ ჰქონია

შაბათს, არჩევნების დღეს ჩვენ ყველამ დილით ვნახეთ ბატონი გიორგი გახარია, რომელმაც მისცა ხმა თავის საარჩევნო უბანზე. მას დილით ჰქონდა კონტაქტი თავის დაცვის წევრთან, ერთად იმგზავრეს, ერთი მანქანით. მოგვიანებით გახდა ცნობილი სისტემური ტესტირების პროცესში, რომ ეს ადამიანი არის ინფიცირებული. ბატონი გიორგი მაშინვე გადავიდა თვითიზოლაციაში.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მას არ ჰქონდა შეხება, არც ბატონ ბიძინასთან, არც ნებისმიერ სხვა მთავრობის წევრთან...

თქვა ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას 2 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კომენტარები