მიწისძვრა თურქეთში

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

Reuters

ეგეოსის ზღვაში, თურქეთის იზმირის პროვინციის სანაპიროსთან მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა.

98 ადამიანი ქალაქ იზმირში დაიღუპა. მიწისძვრას საბერძნეთის კუნძულ სამოსზე ორი მოზარდი ემსხვერპლა.

7.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ იზმირში 20-მდე შენობა დაანგრია, დაშავდა 994 ადამიანი. 147კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. შენობების ნანგრევებში სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

მიწისძვრამ მაღალი ტალღების წარმოქმნა გამოიწვია. დაიტბორა იზმირის პროვინციისა და საბერძნეთის რამდენიმე კუნძულის სანაპიროები. ბიძგები იგრძნობოდა ათენსა და სტამბოლშიც.

თურქეთისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ქვეყნებმა ერთმანეთის დახმარების მზადყოფნა გამოხატეს.

კომენტარები