ბათუმში 96 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. მუნთეა გობაძის ისტორიის შესახებ ბაუ ჰოსპიტალი წერს.
"შემოყვანისას მას აღენიშნებოდა პნევმონია გართულებით - სუნთქვის მწვავე უკმარისობით; ასევე თანმდევი დაავადებები - გულის ქრონიკული უკმარისობა და სტენოზი. ჩვენი მედიკოსების დახმარებით უხუცესმა ქალბატონმა ვირუსი დაამარცხა, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და კოვიდ-ცენტრიდანაც უკვე გაეწერა. ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს გმირ ბებოს". – წერს ბაუ ჰოსპიტალი.





