არჩევნები 2020

ხაზარაძე: ხალხს გუშინდელი არჩევნებით წაართვეს ყველაზე მთავარი — თავისუფალი არჩევნის უფლება

მეგობრებო, ბოდიშს გიხდით, რომ ახლა ფიზიკურად არ ვარ თქვენთან, თუმცა ვარ თითოეულ ადამიანთან, ვინც ახლა რუსთაველზე დგას და ვინც ტელევიზიის საშუალებით აკვირდება პროცესს და თითოეული აქ შეკრებილი მოქალაქის სამართლიან მოთხოვნას! ქართველ ხალხს გუშინდელი არჩევნებით წაართვეს ყველაზე მთავარი - თავისუფალი არჩევანის უფლება! ჩვენ მოგვპარეს ხმები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს მომავალს მისცეს. 

ჩვენ, ლელო, ამ არჩევნებს ვაცხადებთ არალეგიტიმურად! მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ პარტიებს ერთიანობისკენ, ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ მართლები ვართ.

ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა.

კომენტარები