არჩევნები 2020

ინაშვილი: არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, არ ვცნობთ შედეგებს, არ იქნება დათმობა

მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია - არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა!

ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის.

მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობით ამ არჩევნების შედეგებს! მადლობას ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს, ყველას, ვინც მზადაა, ჩვენთან ერთად იმოქმედოს! ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს...

წერს პუტინისტური პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი Facebook-ზე.

კომენტარები