კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 1 791 ახალი შემთხვევიდან 532 თბილისში გამოვლინდა, 369 - აჭარაში, 392 – იმერეთში

DW

კორონავირუსის ახალი 1 791 შემთხვევიდან 532 თბილისში, 369 - აჭარაში, ხოლო 392 - იმერეთში გამოვლინდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა თქვა.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში თბილისში 10 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 7, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1. 

1-ლი ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 40 727 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 25 104 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 35 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 15 262 აქტიური შემთხვევაა, 31 ოქტომბერს ეს რიცხვი 15 912 იყო.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები