არჩევნები 2020

ჟვანია: ცესკო-ს მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა

სამწუხაროდ, არ ხდება იმ დამოკიდებულებისა და ეთიკური ნორმების პატივისცემა, რომელიც შედეგების პატივისცემის თვალსაზრისით ქვეყანაში უნდა არსებობდეს. ცესკო-ს მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა. გასაგებია, რომ შეიძლება, ზოგიერთ პოლიტიკოსს არ მოსწონს წინასწარი შედეგი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვაცხადებთ შედეგებს იმ უბნების მიხედვით, რომელიც დღეს ცესკო-შია შემოსული და დამუშავებულია.

შესაბამისად, როდესაც საზოგადოებას პირველი შედეგები მიეწოდა, იყო 1085 საარჩევნო უბანზე, ამ წუთისთვის კი ეს შედეგები მიეწოდება 2252 უბანზე. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ჩვენ კიდევ გვექნება წინასწარი შედეგები 3 847 უბანზე. როგორც ხვდებით, კიდევ არის საუბნო მონაცემები და შემაჯამებელი ოქმები დასამუშავებელი და შესაყვანი.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ბრიფინგზე. წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგები არალეგიტიმურია და 16:00-ზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.

კომენტარები