არჩევნები 2020

"ეს არის გაყალბებული მონაცემები" — ხმაური ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ბრიფინგი კომისიის წევრს დაატოვებინეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ირაკლი ჭყოიძე ნინო ბურჯანაძის შტაბის წარმომადგენელია. 

"ყალბი მონაცემების გავრცელება არ არის საჭირო, ქალბატონო თამარ. იმიტომ, რომ ეს არის გაყალბებული მონაცემები და ნუ ავრცელებთ, ნუ ცდილობთ ამ ყალბი მონაცემების გავრცელებას. ქალბატონო თამარ, მე გირჩევთ, რომ გადადგეთ. თქვენ ხართ გამყალბებლები". – მიმართა მან თამარ ჟვანიას. 

ბოლო მონაცემებით, დათვლილია უბნების 58.54% - 2 252 უბანი 3 847 უბნიდან. ცესკოს ინფორმაციით, ქართულ ოცნებას ხმების 49.32% აქვს, ენმ-ძალა ერთობაშიას - 25.94%, ევროპულ საქართველოს - 3.77%.  

წინა ბრიფინგი ჟვანიას ენმ-ძალა ერთობაშიას ცესკოს წევრმა შეაწყვეტინა. მისი თქმით, წინასწარ შედეგებში "რეალურად არ არის ასახული ის პროცენტები, რომლებსაც ამომრჩეველმა მისცა ხმა. ეს არის ყველაფერი ფარსი და ყალბი."

იხილეთ არჩევნების წინასწარი შედეგები განახლებად რეჟიმში - ამ გვერდზე

კომენტარები