არჩევნები 2020

მდინარაძე: შაშკინი დემონსტრაციულად პისტოლეტით გადაადგილდება, მართლა წარმოუდგენელი გოიმობაა

პარლამენტი

"ბატონი დიმიტრი შაშკინი დემონსტრაციულად და გოიმურად პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა, მართლა წარმოუდგენელი გოიმობაა, დიდი კაბურით, წინ გამოსაჩენად პისტოლეტი დაიკიდო და მენტორული მიხვრა-მოხვრით გადაადგილდებოდე". - თქვა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელშიც ჩანს, რომ დიმიტრი შაშკინი ბოლნისის მუნიციპალიტეტში იარაღით გადაადგილება. ამასთან დაკავშირებით შაშკინმა თქვა, რომ მას იარაღის ტარების უფლება აქვს, მიზეზად კი შაშკინი თავდაცვას ასახელებს.

 

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020. 

კომენტარები