ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 673 ახალი შემთხვევა

ABC

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 22 და გამოჯანმრთელდა 2 881 ადამიან - თქვა მთავრობის ადამინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა. 

31 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 38 936 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 22 691 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 307 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 15 912 აქტიური შემთხვევაა, 30 ოქტომბერს ეს რიცხვი 17 168იყო.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები