ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: შეიძლება გარე სივრცეებშიც სავალდებულო გახდეს პირბადის ტარება

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მთავრობამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება და როგორც დახურულ სივრცეებშია, გარე სივრცეებშიც სავალდებულო გახდეს პირბადის ტარება. ამის შესახებ პრემიერმა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაზე დასმულ კითხვის შემდეგ ისაუბრა.

გახარიას ჟურნალისტმა ჰკითხა, შეიძლება თუ არა არჩევნების შემდეგ შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება შეიზღუდოს, რაზეც პრემირმა თქვა, რომ იგი "სრული პასუხისმგებლობით აცხადეს", რომ შეკრების, მანიფესტაციების, ან გამოხატვის თავისუფლებას ეპიდემიოლოგიურ ჭრილში არაფერი ემუქრება, თუმცა:

"შეიძლება ჩვენ მივიღოთ გადაწვეყილება, რომ სავალდებულო გავხადოთ პირბადის ტარება როგორც არის დახურულ შენობებში, ასევე გახდეს ღია სივრცეებში.

ამიტომ, ყველას შეეძლება მოაწყოს რამდენი მიტინგიც უნდა, ოღონდ კანონის სრული დაცვით და შეიძლება პირბადით, ოღონდ ამას სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, ერთ და ორ დღეში ვერ გაკეთდება. არავის გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება". – თქვა გახარიამ.

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები