კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევიდან 683 თბილისში დადასტურდა, 381 აჭარაში, 313 – იმერეთში

კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევიდან თბილისში 683 შემთხვევა დადასტურდა, აჭარაში  – 381, იმერეთში კი – 313. თქვა ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ქვემო ქართლში 117 შემთხვევა გამოვლინდა, შიდა ქართლში - 59, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 60, კახეთში - 19, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 34,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11. 

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 5, იმერეთში - 2, ხოლო შიდა ქართლში - 1 ადამიანი. 

17 142 აქტიური ინფიცირებულიდან 4 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 324 კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 10 618 ბინაზე.

"მძიმე პაციენტი გვყავს 490, მათ შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 80. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 121 პირი - მათ შორის, თბილისში - 52, აჭარაში - 39" - თქვა მეზვრიშვილმა.

30 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 19 810 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 285 კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში 17 168 აქტიური შემთხვევაა, 29 ოქტომბერს ეს რიცხვი 18 390 იყო.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები