ტერორისტული აქტი ზუგდიდში

პრემიერი ზუგდიდზე: პოლიციის ღირსების საკითხია, დადოს შედეგი, რომელსაც ქვეყანა ელოდება

ჩვენ ახლა სპეციალურ შესაბამის უწყებებს და კრიმინალურ პოლიციას უნდა ვაცადოთ, უნდა მივცეთ დრო, რომ ზუსტად იგივე მაღალი სტანდარტების დაცვით, რა თქმა უნდა, სიცოცხლის და ჯანმრთელობის, ჩვენი მოქალაქეების ინტერესის დაცვის პირობებში, მიაღწიონ შედეგს.

ეს უმძიმესი დანაშაული, მძევლების აყვანით, რაც მოხდა ტრაგედია ზუგდიდში, რა თქმა უნდა, შსს-სა და პოლიციის ვალდებულებაა, მათი ღირსების საკითხია, გამოიყენონ კანონით დაშვებული რესურსი, რომელიც მათ გააჩნიათ და დადონ ის შედეგი, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან, ქვეყანა ელოდება და ამ ქვეყნის უსაფრთხოება ელოდება. ეს შედეგიც გვექნება მალე. 

ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ფოთში, ჟურნალისტების კითხვების პასუხად განაცხადა.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმასა და ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას ძებნაზე.

კომენტარები