კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში Covid-ინფიცირებულთა ნახევარი 30-59 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაზე მოდის

Gulf News

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე დიდი რაოდენობა 30-დან 59 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაზე მოდის.

ინფიცირებულთა ასაკობრივი განაწილება ასეთია:

  • 0-დან  1 წლამდე – 1%;
  • 2-დან 18 წლამდე – 13%;
  • 19-დან 29 წლამდე – 16%;
  • 30-დან 59 წლამდე – 50%;
  • 60-დან 79 წლამდე – 18%;
  • 80 წელს ზემოთ – 22%;

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა ასაკობრივ განაწილებას, 60 წელს ქვემოთ გარდაცვლილთა პროცენტული მაჩვენებელი 15%-ია, 60-დან 70 წლამდე - 30%, ხოლო ყველაზე მეტი, (53.4%) 70 წელს გადაცილებული პაციენტი გარდაიცვალა. 

27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი. 

ქვეყანაში სულ კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 12 632 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 238 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 19 257 აქტიური შემთხვევაა. აქედან 2/3-ზე მეტი ბინაზე ან Covid-სასტუმროებში მკურნალობს.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები