ახალი კორონავირუსი საქართველოში

კახა კუკავას COVID-19 დაუდასტურდა

პარტია თავისუფალი საქართველოს ლიდერს, კახა კუკავას COVID-19 დაუდასტურდა. კუკავა ამის შესახებ საკუთარ Facebook გვერდზე წერს. 

"მეგობრებო, სამწუხაროდ, დამიდასტურდა კოვიდ 19, ამიტომაც ამ წუთიდან ბუნებრივია ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში". – წერს კუკავა.

26 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 872 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 14 და გამოჯანმრთელდა 603 ადამიანი.

სულ ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 30 303 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 11 370 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 215 კი გარდაიცვალა. სულ ინფიცირების 18 718 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები