ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ჩვენ ახლა უკვე გადავაბიჯეთ წითელ ზონაში

ჩვენ შიდა მუშაობისთვის ე.წ ოთხფერიან შუქნიშანს ვხმარობთ [მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი]. ვანგარიშობთ საერთო შემთხვევათა რიცხვს მილიონ მოსახლეზე, მაგრამ უფრო სწორია, როცა ვანგარიშობთ ყოველდღიურ ახალ შემთხვევათა ინციდენტობას 100 000 მოსახლეზე გადათვლით – ბოლო ორი კვირის ან ერთი კვირის განმავლობაში გადათვლით. ზოგადად, იღებენ ხოლმე ბოლო ორ კვირას და ამით ანგარიშობენ საშუალოს ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ყოველდღიური ახალი შემთხვევები 100 000 მოსახლეზე რამდენი გაქვს და ამის მიხედვით, შენ აწესებ ამ შუქნიშანს. ჩვენ ახლა უკვე გადავაბიჯეთ წითელ ზონაში. ეს გულისხმობს, რომ ფერების მიხედვით ვუყურებთ, რამდენი საწოლი უნდა გვქონდეს, რამდენი ექიმი ერთვება მუშაობაში, რა მარაგები უნდა გვქონდეს...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენტარები