73 წლის არნოლ შვარცენეგერმა გულის ოპერაცია გაიკეთა და მისი თქმით, თავს უკვე ფანტასტიკურად გრძნობს.
შვარცენეგერმა Instagram-სა და Twitter-ზე პოსტები დაწერა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ მან აორტის სარქვლის გამოცვლის ოპერაცია გაიკეთა.
"მადლობას ვუხდი კლივლენდის კლინიკის გუნდს. თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ, უკვე დავდივარ კლივლენდის ქუჩებში და თქვენი გასაოცარი ქანდაკებებით მოხიბლული ვარ". – წერს შვარცენეგერი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსახიობსა და კალიფორნიის ყოფილ რესპუბლიკელ გუბერნატორს გულის ოპერაცია დასჭირდა. ორი წლის წინ მან პულმონარული აორტა შეიცვალა, იგივე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული 1977 წელსაც.