არნოლდ შვარცენეგერი

კარიერაში პირველად შვარცენეგერი სერიალში მთავარ როლს ასრულებს – FUBAR-ის ტრეილერი გამოვიდა

Netflix-მა ახალი სერიალის, Fubar-ის პირველი ტრეილერი გამოუშვა.

სერიალში მთავარ როლს მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ლეგენდა, არნოლდ შვარცენეგერი ასრულებს. კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორისთვის ეს პირველი მსხვილი სატელევიზიო როლია. აქამდე შვარცენეგერს, მხოლოდ დოკუმენტურ სერიალებში და პოპულარულ შოუებში ეპიზოდური როლები აქვს შესრულებული. 

სერიალში შვარცენეგერის გარდა მონიკა ბარბარო, ჯეი ბარუშელი, ენდი ბაკლი და გაბრიელ ლუნა თამაშობენ. Fuber-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი თავად შვარცნეგერია.

პირველი სეზონი 8 ეპიზოდისგან შედგება, პრემიერა მიმდინარე წლის 25 მაისს არის დაგეგმილი.

კომენტარები