არნოლდ შვარცენეგერი

სამკვირიანი ლოდინის შემდეგ შვარცენეგერმა სამეზობლოში ასფალტი საკუთარი ხელით დააგო

არნოლდ შვარცენეგერმა სამეზობლოში ასფალტი დააგო. მსახიობმა საკუთარი ძალებით საგზაო ორმო ამოავსო. ვიდეოში კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ გზის შეკეთებას სამი კვირა ელოდებოდა.

"დღეს გადავწყვიტე შემეკეთებინა გზის ორმო, რომელიც ჩვენს სამეზობლოს კვირების განმავლობაში აწუხებდა. ყოველთვის ვამბობ, მოდით ნუ ვიწუწუნებთ, სჯობს რამე გავაკეთოთ". – წერს შვარცენეგერი სოციალურ ქსელში.

კომენტარები